სანდრა რულოვსი - მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს

სანდრა რულოვსი - მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის ინფორმაციით, სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც რულოვსი აცხადებს, მას დაკავებულთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წერილები შეუგზავნა.

"როგორც მითხრეს, მას არ შეუძლია სტუმრების მიღება. მხოლოდ წერილები გადავეცი. არც წამლების, არც ტანსაცმლის შეგზავნის უფლება არ გვქონდა", - განუცხადა რულოვსმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საჭიროა ხალხის მობილიზება, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს.

"ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე. შიგნით ვერ მოძრაობ შენობაში, ამდენი სამხედრო და სპეცრაზმია მობილიზებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს. კბილებამდე არიან შეიარაღებულები", - აცხადებს რულოვსი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"