აფეთქება ნიუ-იორკში - მანჰეტენზე პოლიციაა მობილიზებული

აფეთქება ნიუ-იორკში - მანჰეტენზე პოლიციაა მობილიზებული

აშშ-ში, ნიუ-იორკში აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს მდებარე ავტობუსების სადგურზე მოხდა.

"ნიუ-იორკის პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ 42-ე ქუჩაზე, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა," - აღნიშნულია პოლიციის "ტვიტერის" გვერდზე.

პოლიცია ადგილზეა გასული, სხვა დეტალებს ოფიციალური უწყებები, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ. 

ABC News-ის წყაროს ცნობით, ბომბის აფეთქების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. მომხდარის შედეგად კი სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

მეტროს სამი ხაზიდან ხალხი ევაკუირებულია.

LIVE ნიუ-იორკიდან, სადაც მანჰეტენზე აფეთება მოხდა და პოლიციაა მობილიზებულ

 

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"