"პოლიციას ბლოკირებული აქვს ყველა გასასვლელი" - მანჰეტენზე, სავარაუდოდ, 2 აფეთქება მოხდა

"პოლიციას ბლოკირებული აქვს ყველა გასასვლელი" - მანჰეტენზე, სავარაუდოდ, 2 აფეთქება მოხდა

თვითმხილველების თქმით, მანჰეტენზე დღეს ორი აფეთქების ხმა გაიგეს. ფრანცისკო რამირესი „სიენენთან“ ამბობს, რომ ადგილობრივი დროით დილის 7.43 საათზე ავტობუსიდან ჩამოდიოდა, როდესაც ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.

„თითქოს, ხმა მეტროდან ამოდიოდა, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შემიძლია. აფეთქებებს შორის რამდენიმე წამიანი შუალედი იყო. ადგილზე მაშინვე გაჩნდნენ პოლიციელები, მათ ყველა გასასვლელი რამდენიმე წუთში გადაკეტეს. ძალიან შემეშინდა, გარშემო ქაოსი იყო, თუმცა დაშავებულები არ დამინახავს,“ - ამბობს „სიენენთან“ თვითმხილველი.

აფეთქება მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს, ნიუ-იორკის ყველაზე მსხვილ ავტობუსების სადგურთან მოხდა. ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით პოლიცია არ ავრცელებს, თუმცა ABC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანია დაკავებული, მომხდარის შედეგად რამდენიმე დაშავდა.

განცხადება, ჯერჯერობით, არც ნიუ-იორკის მერიას გაუვრცელებია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"