მანჰეტენზე აფეთქებასთან დაკავშირებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

 მანჰეტენზე აფეთქებასთან დაკავშირებით 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მანჰეტენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, ერთადერთი დაშავებული მამაკაცი ამჟამად დაკავებულია.

CBS New York-ის ინფორმაციით, დაკავებულ 20 წლამდე ასაკის მამაკაცს თან ჰქონდა კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც არ აფეთქდა.

აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა დონალდ ტრამპს, მაგრამ რაიმე გამოხმაურება მისი მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

New York Post-ის ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.

"გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო" ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შესახებ დასავლური მედია წერს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის "ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"