პროკურორი -რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

 პროკურორი -რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდეს. ამის შესახებ პროკურორმა პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

"უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ კურჩენკოს დანაშაულებრივი დოკუმენტირების ღონისძიების გატარებისას, რუსეთის სპეცსამსახურები იღებენ ზომებს, ისინი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უკრაინაში, გავიდნენ სააკაშვილსა და დანგაძეზე, კურჩენკოსა და მათ შორის საუბრის დეტალების გასარკვევად. უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდაციის მცდელობა", - განაცხადა პროკურორმა.

მან სასამართლოს მიმართა, სააკაშვილს შეეფარდოს სადღეღამისო შინაპატიმრობა ელექტროსამაჯურის ტარებით, მათ შორის ეჭვმიტანილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"