სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

 სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

როგორც სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

"გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას", - განაცხადეს საქართველოს გენერალური საკონსულოში.

ინტერპრესნიუსი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"