კრემლი პრეზიდენტის ბოლო ტრადიციული პრესკონფერენციისთვის ემზადება, რომელზეც რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტია აკრედიტებული

კრემლი პრეზიდენტის ბოლო ტრადიციული პრესკონფერენციისთვის ემზადება, რომელზეც რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტია აკრედიტებული

2018 წელს რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლი ბევრ ღირსეულ კანდიდატს ხედავს, მაგრამ ისინი ქვეყნის მოქმედ ლიდერ ვლადიმერ პუტინს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ამის შესახებ ტელეარხ „როსია 24“-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ბევრ ღირსეულ ადამიანს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკურენტებს. ჩემი აზრით, პუტინთან კონკურენციისგან ისინი ძალიან შორს არიან“, - განაცხადა პესკოვმა.

დღეს ვლადიმერ პუტინი საკუთარი მესამე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში ბოლო ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის გასაშუქებლად აკრედიტაცია რეკორდულად ბევრმა - 1600-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"