ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია

ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ პოლიტიკოსის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.

როგორც ყოველთვის, ის მადლობას უხდის ექიმებს მათი მუშაობისთვის, მეგობრებს და მხარდამჭერებს კი - კეთილი სურვილებისთვის.

სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას რაც შეიძლება მოკლე დროში“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში, მარცხენა თვალიდან თრომბის ამოჭრის შემდეგ ჯონ მაკკეინს კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს. მოგვიანებით მაკკეინი სამსახურში დაბრუნდა, რის შემდეგაც ტრამპმა მას გმირი უწოდა, სენატის წევრები კი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"