კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
18:14 / 14-12-2017
დეტალები ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელსაც რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა
დღეს, 14 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საკუთარი მესამე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის გასაშუქებლად აკრედიტაცია რეკორდულად ბევრმა - 1640-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.

რუსეთში მიღებული ახალი კანონის საფუძველზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა, შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ჟურნალისტებს.

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის პრესკონფერენციაზე შეზღუდვა იმ მედიასაშუალებებს შეეხოთ, რომელთა საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 2017 წლის ნოემბერში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტ
პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის საფუძველზე, "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება" "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა.

ერთი სიტყვით, როგორც რუსულ და დასავლურ მედიაში ამბობენ, პესკოვი მაქსიმალურად შეეცადა, პუტინისთვის კომფორტული გარემო შეექმნა... ამ შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის.

კითხვაზე, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი და კანდიდატი იქნება, პუტინმა მოკლედ უპასუხა:

"ეს იქნება თვითწარდგენა და მე წარმოვადგენ ჩემს თავს..." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე რიგით მეოთხედ იყრის კენჭს.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას პრაქტიკულად მზად აქვს საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტად მიიჩნევს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვას, განათლებასა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. კითხვაზე, "ამ არჩევნებში მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს და ეს მოსაწყენი ხომ არ არის მისთვის", მან ნახევრად იუმორით უპასუხა.

"კონკურენტული გარემო, რა საკვირველია, ჯობია, თუმცა, რა ვქნა, კონკურენტს მე ხომ ვერ აღვზრდი?!".

რუსეთის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატ ალექსეი ნავალნიზეც დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ აძლევენ მას კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას.

"ნავალნი არის რუსეთის სააკაშვილი და რუსეთში მაიდანი მაიდანს ენაცვლებოდეს და სახელმწიფო გადატრიალების დაუსრულებელი მცდელობები გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს..." - უპასუხა კითხვაზე პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე მიხეილ სააშკვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ქართველი და უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხება".

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებს.

"მე და ტრამპი ერთმანეთს სახელებით მივმართავთ. მართალია, ჩვენ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე პატარა შეხვედრა და ორი სატელეფონო საუბარი გვქონდა, მაგრამ სამუშაო კონტაქტი აუცილებელია ორ ადამიანს შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმ საქმით, რაც მათ ამომრჩეველმა დააკისრა.

იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების შესაძლებლობა ექნება და შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასაც დაიწყებს," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI. GE
11:05 / 15-12-2017
mimino
1
ბატონ ვოვას ეტყობა ავიწყდება, ვინ უფრო გამოიყურება სასაცილოდ, თავის ქვეყანაში (1999 წლიდან ხან პრეზიდენტია, ხან პრემიერ მინისტრი).... ასეთები ძალიან ცუდად ამთავრებენ მოღვაწეობას....
გამოეხმაურე / 0 /
10:42 / 15-12-2017
მსქროლავი ტროლი
0
ემაგ რეკორდულ რაოდენობაში ქართველი ჟურნალისტი არ ერია?!.. კითხვა არ დაუსვამს?!.. პუტინმა რაც "იბლატავა", ჩვენ არაფერი გვეხება სააკაშვილის გარდა?!.. მიშას მიუძღვნა აეგ შემაჯამებელი პრესკონფერენცია?!...
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ძალიან ბევრი და თბილი ადამიანის გარემოცვაში, პირველად განვიბანე ძალიან ცივ წყალში
პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს
პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია
"როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია"
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება
აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეხვედრა არ შედგება
პუტინმა უპასუხა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა
ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის სამუშაო შეხვედრა დაიწყო
რთული აღსაქმელია, რომ რუსეთის ლიდერი ოდესღაც ლენინგრადელი ვოვა იყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49