ლეგენდად ქცეული კრიმინალი, რომელიც მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტულს არ თმობს

ლეგენდად ქცეული კრიმინალი, რომელიც მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტულს არ თმობს

საფრანგეთის ისტორია მდიდარია კრიმინალებით, რომელთაც აღიარება საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობით მოიპოვეს, თუმცა მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტმოქმედის ტიტული მხოლოდ ჟაკ მერინმა დაიმსახურა და თითქმის 40 წელია არავის აღარ უთმობს.

მართალია, 1960-1970-იან წლების ევროპაში მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების უამრავი რადიკალური დაჯგუფება არსებობდა, რომელთაც ომი ჰქონდათ გამართული, როგორც ხელისუფლების ისე ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ პრესის "რჩეულად" და "სახელმწიფოს ყველაზე საშიშ მტრად" არა პოლიტიკური დამნაშავე, არამედ კლასიკური ბოროტმოქმედი ჟაკ მერინი იქცა. ის არც განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩეოდა, არც გონებამახვილობით, მაგრამ საპატიმროში დაწერილი მემუარების წყალობით, პრესასთან ინტენსიური ურთიერთობით და გულახდილი ინეტერვიუებით, ის პოპულარობა მოიპოვა, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

საპატიმროში, მორიგი სასჯელის მოხდისას, მერინი ჩიოდა, რომ "ყველაფერში წყეული ალჟირი იყო დამნაშავე!", რომელიც საფრანგეთისთვის ისეთივე ჯოჯოხეთად იქცა, როგორც შეერთებული შტატებისთვის - ვიეტნამი. ჟაკ მერინი მართლაც იბრძოდა ალჟირში, თუმცა, მტკიცება, თითქოს დანაშაულებრივ გზაზე ომის სისასტიკემ უბიძგა, ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.

კოშმარი რესპექტაბელური ოჯახიდან

საფრანგეთის პოლიციის "მომავალი კოშმარი" ჟაკ-რენე მერინი 1936 წლის 28 დეკემბერს დაიბადა პარიზთან ახლოს პატარა ქალაქ კლიშიში, საკმაოდ შეძლებულ და პატივცემულ ოჯახში. პატარა ჟაკის "კრიმინალური თავგადასავლები" ჯერ კიდევ პრესტიჟულ სკოლაში "კოლეჟ დე ჟიუში" დაიწყო, სადაც პედაგოგები დიდხანს ეგუებოდნენ მის ფეთქებად ხასიათს და უმიზეზო აგრესიას, თუმცა მასწავლებლის სასტიკად ცემის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციის მოთმინების ფიალა აივსო და მერინიც სასწავლებლიდან გარიცხეს.

1959 წელს საფრანგეთში დაბრუნებულმა მერინმა თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ სამშობლოში ალჟირის ომს არა თუ მხარს უჭერდნენ, არამედ საშინლად კიცხავდნენ, ვეტერანებს კი, დამნაშავეებად მიიჩნევდნენ.

იხილეთ ვიდეო

ჟაკი სწრფად გაშორდა მეუღლეს, რომელიც პრაქტიკულად არასრულწლოვანმა ითხოვა და ესპანელი მარია დე ლა სალიდადი მოიყვანა ცოლად, რომელთანაც სამი შვილი - საბრინა, ბორისი და ბრუნო შეეძინა. ერთი შეხედვით, შეყვარებულ მეუღლესა და მრავალშვილიან მამას ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის, თუმცა მერინს არასდროს აკმაყოფილებდა რიგითი ობივატელის მოწყენილი და ერთფეროვანი ცხოვრება, რადგან ყოველთვის სწრაფად და მარტივად გამდიდრებაზე ოცნებობდა.

პირველი, შედარებით მსუბუქი სასჯელი მერინმა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის მიიღო, მერე კი ნიუბურგის ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, თუმცა იდეა იმდენად მარცხიანი, თავდასხმა კი - უწყინარი აღმოჩნდა, რომ სამ თანამზრახველთან ერთად დაპატიმრებულმა ჟაკმა მხოლოდ 18 თვე გაატარა ციხეში, გათავისუფლებულმა კი, ისევ კანონმორჩილი მოქალაქის ცხოვრებას დაბრუნება სცადა და არქიტექტურულ კომპანიაშიც მოეწყო სამუშაოდ, თუმცა კომპანიის მესვეურთა რეორგანიზაციას, შტატების შემცირებას ემსხვერპლა და სამსახურიც დაკარგა.

1965 წელს, მერინი პალმა დე მაიორკას სამხედრო გუბერნატორის აგარაკის ძარცვის ბრალდებით დააკავეს და რადგან საიდუმლო სამხედრო დოკუმეტების მოპარვას ცდილობდა, ესპანეთის მთავრობამ ის ჯაშუშად ჩათვალა, რომელიც საფრანგეთის დაზვერვაზე მუშაობდა. თუმცა, ბრალდება ვერ დაუმტკიცა და პოლიტიკურ-კრიმინალურ თავგადასავლებიდან თავდაღწეული ჟაკი კანარის კუნძულებზე გაემგზავრა, სადაც რესტორანი გახსნა, თუმცა საქმე არ წაუვიდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიმდიდრის და დიდების მოპოვებას მხოლოდ დანაშაულებრივი საქმიანობით შეძლებდა.

"კანადური გასტროლები"

მძაფრ შეგრძნებებს მონატრებულმა მერინმა სულ რაღაც ერთ თვეში ჯერ ჟენევაში გაძარცვა საიუველირო მაღაზია და სასტუმრო შამონი, მერე კი, პარიზში გადაინაცვლა, სადაც მოდური ტანსაცმლის ბუტიკი გაასუფთავა და როცა მის კვალს პოლიცია დაადგა, საყვარელთან, ჟანა შნაიდერთან ერთად კანადაში გაიქცა, სადაც ადგილობრივ მილიონერთან ჟორჟ დელორიესთან  მძღოლად დაიწყო მუშაობა.

არავინ იცის, რა პრინციპით არჩევდა მილიონერი მოსამსახურე პერსონალს, თუმცა მერინის დაქირავება თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. საერთაშორისო ასპარესზე გასულმა კრიმინალმა დელორიეს გატაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა გადაწყვიტა, თუმცა ჩანაფიქრი მარცხით დასრულდა და ისიც იძულებული გახდა საყვარელთან ერთად ახლა შეერთებულ შტატებში გადაბარგებულიყო, სადაც სამ კვირაში დააკავეს და 10-წლიანი სასჯელის მოსახდელად ისევ კანადაში დააბრუნეს. თუმცა საპატიმროში დიდხანს არ შეყოვნებულა, რამდენიმე კვირაში გაიქცა და მართალია მეორე დღესვე დააპატიმრეს, მკაცრი რეჟიმის ციხეში "სენ ვენსან დე პოლიში" მიაბრძანეს, მაგრამ ორწლიანი შესვენების შემდეგ, 1971 წლის ზაფხულში, საკნის ხუთ მეგობართან ერთად პატიმრობას თავი ისევ წარმატებით დააღწია.

რა თქმა უნდა, გაქცეულებს ფული სჭირდებოდათ და მერინიც საყვარელ საქმიანობას - ბანკების ძარცვას დაუბრუნდა ახალ მეგობართან, კანადელ ჟან-პოლ მერსიესთან ერთად, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. განსაკუთრებით იღბლიან დღეებში ახლად შექმნილი დუეტი რამდენიმე ბანკს ასუფთავებდა, მერე კი, წარმატებით გათამამებულებმა "სენ ვენსან დე პოლის" ციხიდან ძველი მეგობრების დახსნაც გადაწყვიტეს. გაქცევის გეგმა მერინმა შეიმუშავა, მეტიც ყალბი დოკუმენტებით ბინა იქირავა, პროდუქტი და მედიკამენტი მოიმარაგა, რამდენიმე პისტოლეტიც შეიძინა და მერსიესთან ერთად ციხისკენ დაიძრა, სადაც ორი ავტომობილი საიმედოდ გადამალა. თუმცა, საპაიმროსთან ახლოს მისულს ერთი-ორად გაძლიერებული დაცვა დახვდა, რომელთაც სწრაფად შეამჩნიეს საეჭვო მამაკაცები და ცეცხლიც გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შემდეგ შეთქმულები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ საკუთარ გეგმაზე, თუმცა პატიმრობას თავი მაინც დააღწიეს და ბანკებზე თავდასხმა წარმატებით გააგრძელეს. კანადის პოლიცია დიდხანს ცდილობდა მერინისა და მისი თანამზრახველის ხელში ჩაგდებას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მძარცველებმა დაბრკოლების გარეშე დატოვეს ქვეყანა და ვენესუელაში გაემგზავრნენ.

იხილეთ ვიდეო

გაქცევიდან გაქცევამდე

1972 წლის ბოლოს მერინს მობეზრდა ხეტიალი და საფრანგეთში დაბრუნდა, სამშობლოში გააგრძელა ბანკების ძარცვა და მართალია, 1973 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს, მაგრამ როგორც ყოველთვის "სახელმწიფოს ყველაზე საშიში მტერი" ისევ ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა, როცა სასამართლოში გამოცხადებულს უკვე ელოდა მეგობრების საჩუქარი - პისტოლეტი. მერინმა სიმულაციას მიმართა და მწვავე დიარეას მომიზეზებით რამდენჯერმე მიაკითხა საპირფარეშოს, სწორედ იქ მიაგნო საიმედოდ გადამალულ პისტოლეტს, მერე კი, სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მოსამართლე აიყვანა მძევლად და ისე დატოვა დარბაზი, განაჩენი არც მოისმინა.

მემუარების გამოცემის შემდეგ, მერინმა გაქცევის დაგეგმვა დაიწყო, რადგან 20 წლის საპატიმროში გატარება ნამდვილად არ აპირებდა. მისმა ზრახვებმა ციხის ადმინისტრაციამაც მიაღწია და მართალია, არავის სჯეროდა, რომ ჟაკი იმ მკაცრი რეჟიმის ციხიდან შეძლებდა თავის დაღწევას, საიდანაც მანამდეც ბევრმა სცადა თუმცა ვერავინ მოახერხა, მაგრამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მაინც ყველაზე დაცულ ნაწილში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მერინმა იარაღი, დაცვის თანამშრომლის ფორმა ჩაიგდო ხელში და ორ თანამესაკნესთან ერთად პირველი გახდა ვინც საფრანგეთის ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცევა მოახერხა.

სახელმწიფო "ტიტული"

მორიგი "გასტროლები" მერინმა მარშრუტით სიცილია - ალჟირი - ბრიტანეთი მოაწყო, ბელგიელები გაახარა საკუთარი სტუმრობით და ბოლოს ისევ პარიზში დაბრუნდა, სადაც პოლიტიკური იდეებით "შეპყრობილმა" მოსამართლის გატაცება სცადა, თუმცა მარცხი განიცადა და ისევ კრიმინალურ საქმიანობას დაუბრუნდა - წარმატებული ბიზნესმენის ანრი ლელევრას გაიტაცებით გამოსასყიდად 6 მლნ. ფრანკი მიიღო და სწორედ მაშინ დაიმსახურა ხელისუფლების რისხვა "სახელმწიფოს ყველაზე საშიში მტრის" ტიტულთან ერთად, რომელითაც ძალიან ამაყობდა და ხელს უწყობდა საკუთარი პერსონის გარშემო მითების გავრცელებას, პრესასთან საფრანგეთის მთავრობის იდეურ მოწინააღმდეგედ, სამართლიანობისთვის მებრძოლ "რობინ ჰუდად" მოჰქონდა თავი და საკუთარ დანაშაულსაც ანარქისტული იდეებით ამართლებდა, თუმცა, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჟაკ ტილერმა მას "სისხლის სამართლის ტრივიალური დამნაშავე უწოდა კეთილშობილური ზრახვების გარეშე", გამძვინვარებულმა მერინმა დაუფიქრებლად გაიტაცა რეპორტიორი და სასტიკად აწამა, რათა დაემტკიცებინა, ვინ იყო სინამდვილეში.

დახვრეტა პროსპექტზე

1979 წლის 2 ნოემბერის დილას ჟაკ მერინი საყვარელთან სილვია ჟანჟაკთან ერთად გამოვიდა სახლიდან და საკუთარ BMW-ში ჩაჯდა. პარიზის შემოგარენში, პორტ დე კლინანკურტთან ახლოს კი, მის ავტომობილს პოლიციის სატვირთომ გადაუღობა გზა, რომლის საბარგულიდან პოლიციელებმა გაფრთხილების გარეშე გახსნეს ცეცხლი და 15 ტყვიით მერინი იმსხვერპლეს, მისი მეგობარი ქალი კი, მძიმედ დაჭრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟისკარ დ'ესტენმა კრისტიან ბონეს წარმატებით განხორციელებული ოპერაცია მიულოცა, თუმცა, საფრანგეთის მოსახლეობა მერინის ლიკვიდაციით ნაკლებად კმაყოფილი დარჩა, რადგან პოლიციას არც მისი დაკავება უცდია, არც ნებით ჩაბარების უფლება მისცა და პირდაპირ ადგილზე დახვრიტა, მისი მეგობარი ქალი კი, რომელსაც არაფერი აკავშირებდა კრიმინალურ საქმიანობასთან, მძიმედ დაჭრა.

განსაკუთრებით ახმაურდნენ, მერინის დამცველები - ისინი, ვინც კრიმინალის რომანტიზაციას ცდილობდა და გარკვეულ წილად შედეგსაც მიაღწიეს, რადგან ლეგენდად ქცეული ჟაკ მერინი საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ უკანასკნელი რომანტიკოსი ბოროტმოქმედის სახელით შევიდა, რომლისთვისაც "იმიჯი" და "საფირმო სტილი" უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფული.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"