მკერავი ქალი, რომელიც კიმ ჩენ ინის რეჟიმს გამოექცა, კვლავ უკან დაბრუნებას ითხოვს

მკერავი ქალი, რომელიც კიმ ჩენ ინის რეჟიმს გამოექცა, კვლავ უკან დაბრუნებას ითხოვს

ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ ქალს სახლში დაბრუნება სურს. სეულში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მან გამომსვლელს სიტყვა გააწყვეტინა და ცრემლებით მოითხოვა, ფხენიანში დაბრუნების საშუალება მისცემოდა.

სამხრეთ კორეაში 30 ათასამდე ჩრილოკორეელი ცხოვრობს, რომლებიც დიქტატურას, შიმშილსა და გაჭირვებას გამოექცა.

თუმცა, ბევრ მათგანს კაპიტალისტურ ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან უჭირს.

მკერავი კიმ რიონ-ჰუი სეულში ფხენიანიდან 7 წლის წინ ჩავიდა, მას შემდეგ რამდენჯერმე სცადა, ოჯახს დაბრუნებოდა.

"მე ფხენიანიდან ვარ, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე. სამხრეთ კორეაში 7 წელია, იძულებით მაჩერებენ, ამ ქვეყანაში ჩემი უფლებები ირღვევა... დედისთვის შეუძლებელია, შვილის გარეშე არსებობა, მასთან მსურს დაბრუნება," - განაცხადა კიმმა და აღნიშნა, რომ სუიციდიც სცადა.

ჩრდილოეთ კორეიდან გადასულთა უმეტესობას სამხრეთ კორეულ პასპორტს 6 თვის შემდეგ აძლევენ, თუმცა კიმს ჯერ კიდევ არ მიუღია. მისი თქმით, პასპორტს არ აძლევენ, რადგან ეჭვობენ, რომ კვლავ ჩრდილოეთ კორეაში მოისურვებს გაქცევას.

სამხრეთ კორეელებს ჩრდილო კორეაში წასასვლელად სჭირდებათ მთავრობისგან ნებართვა, რომელსაც ხელისუფლება ძალიან იშვიათად გასცემს, რადგან კიმ ჩენ ინის ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

წყარო telegraph.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"