უკრაინული მედია - "ოქტომბრის სასახლეზე" შეტევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო

უკრაინული მედია - "ოქტომბრის სასახლეზე" შეტევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო

კიევში, ინსტიტუტსკის ქუჩაზე მდებარე "ოქტომბრის სასახლეზე" შეტევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ჯერ მაიდანზე გადაინაცვლეს, ამჟამად კი რადას შენობისკენ მიემართებიან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ოქტომბრის სასახლეს" აქციის მონაწილეებმა კარები და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ, შეეწყვიტათ შენობაზე შეტევა და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს.

NewsOne -ის ინფორმაციით, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების კვლავ მაიდანზე დაბრუნება შეძლო, სადაც მან სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სისხლისღვრა არ სურს.

"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მარშის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდობიანი სვლით გადაინაცვლონ უკრაინის სახელმწიფო რადასთან. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

მედიის ინფორმაციით, "ოქტომბრის სასახლეში" შეღწევის დროს დაშავდნენ ადამიანები, რომელთა რაოდენობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობსი შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრეცელდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"