უკრაინაში "ბოევიკებმა" "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს

 უკრაინაში "ბოევიკებმა" "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს

უკრაინაში "ბოევიკებმა" სვეტლოდარის რკალზე, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს, - ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილმა პრეს-ატაშემ ბაჩო ქორჩილავამ დაწერა.

"ქართულ ლეგიონს" რვა დაჭრილი ჰყავს. ბიჭები არტილერიული ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ", - ნათქვამია ბაჩო ქორჩილავას განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასევე დაადასტურა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.