ვაშინგტონის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არიან გარდაცვლილები

ვაშინგტონის შტატში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არიან გარდაცვლილები

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავარდა. ამის შესახებ NBC News იუწყება.

თვითმხილველების განცხადებით, ავარიის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. სამგზავრო მარტარებელი #501, რომელიც სიეტლიდან პორთლენდში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა, რომელიც ქალაქ დიუპონიდან სამხრეთით მდებარეობს.

ამ დროისთვის აღნიშნულ ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია. მატარებელი კომპანია Amtrak-ს ეკუთვნის, რომლის "თვითერის" გვერდზე დაწერეს, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"