მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ღია წერილით მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს მოუწოდა ნებაყოფლობით გადადგეს.

"აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თითქმის ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო სიხარბეში დაადანაშაულა. ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს რეფორმების გატარება, რომელსაც უკრაინელი ხალხი არ მოითმენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"