ავღანეთში სასარგებლო წიაღისეულის საბადოები აღმოაჩინეს, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა, დაახლოებით, 1 ტრლნ დოლარად შეაფასეს. როგორც The New York Times-ი წერს, საუბარია ოქროს, სპილენძის, კობალტისა და ლითიუმის საბადოებზე. ეს უკანასკნელი ლეპტოპებისა და პორტატული მოწყობილობების ელემენტის წარმოებაში გამოყენება.
საბადოები იმდენად მდიდარია, რომ შესაძლოა ავღანეთი მალე ნედლეულის ექსპორტის მხრივ მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდეს, იტყობინება Lenta.Ru. პენტაგონში მომზადებულ სამუშაო ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ ავღანეთი შესაძლოა "ლითიუმის საუდის არაბეთი" გახდეს.
საბადოები ამერიკელ გეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომლებმაც კვლევები ავღანეთის ტერიტორიაზე, პენტაგონის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, 2006 წელს დაიწყეს. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამ აღმოჩენის თაობაზე უკვე ინფორმირებულია.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.