მელანია ტრამპის რეიტინგი მისი ქმრის რეიტინგზე მაღალია

მელანია ტრამპის რეიტინგი მისი ქმრის რეიტინგზე მაღალია

გამოცემამ New York Post ამერიკელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, ვის უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა - პრეზიდენტს თუ პირველ ლედის. შედეგების მიხედვით, ამერიკელების 54% კმაყოფილია, რომ მათი პირველი ლედი მელანიაა, თავად პრეზიდენტით კი მხოლოდ 37%-ია კმაყოფილი.

როგორ მოახერხა პირველმა ლედიმ ამერიკელი ხალხის ასეთი დიდი სიმპათია დაემსახურებინა?

პირველ რიგში, მელანია ტრამპი წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული ქალების სათავეშია. მან მთლიანად შეცვალა საკუთარი გარდერობი, უარი თქვა გამომწვევ სამოსზე და არჩევანი კლასიკურ კაბებსა და შარვლებზე გააკეთა.

მართალია, მან რამდენჯერმე შეცდომაც დაუშვა (მაგალითად, პირველი ლედი გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში, როდესაც ქარიშახლი „ჰარვის“ მიერ დაზარალებულების მოსანახულებლად ტეხასში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩავიდა), თუმცა მელანიას შეუძლია, შეცდომები ძალიან სწრაფად გამოასწოროს.

ამას გარდა, ტრამპი არაჩვეულებრივად უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას. მაშინაც კი, როდესაც ის არ ცხოვრობდა ვაშინგტონში და შვილის, ბერონის სასკოლო წლის დასრულებას ელოდებოდა ნიუ-იორკში, მელანია მონაწილეობას იღებდა ყველა ღონისძიებაში, მისი ქმრისთვის მნიშვნელოვან ყველა შეხვედრას ესწრებოდა.

ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ პირველი ლედი მალევე მოეწყო თეთრ სახლში და ახლა, შობის წინ, თავად მორთო პრეზიდენტის რეზიდენცია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"