"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ

"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ

პეტერბურგში, მაღაზია Перекрёсток -ში გუშინ საღამოს მომხდარ აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტმა ტერაქტის შეფასება მისცა. ვლადიმერ პუტინის თქმით, გუშინ პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ძალიან მალე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მეორე ტერაქტიც აღკვეთეს.

"გუშინვე გავეცი ბრძანება ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ... ჩვენივე ძალოვნების უსაფრთხოებისთვის, ოფიცრებს ნაბრძანები აქვთ, რომ ტყვედ არავინ აიყვანონ. ყველა ბოროტმოქმედის ადგილზე ლიკვიდაცია უნდა მოხდეს "- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორის ანა მიტიანინას განცხადებით, 6 დაშავებული ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. X5 Retail Grou- ის თქმით, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს მართავს, ყველა დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, დაეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

"ეს ტეროროსტებისგან მიღებული წინასაახალწლო სიგნალი იყო, ჩვენ აქ ვართ, თქვენს გვერდით და ვერც ამ ახალ წელს შეხვდებით ბედნიერად და მშვიდადო..." - წერს რუსეთის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში.

როგორც მაღაზია Перекрёстка-ს მოლარე იხსენებს, აფეთქების ეპიცენტრი სალაროსთან იყო. ფოტოზე, რომელიც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ არის გამოქვეყნებული, ნათლად ჩანს დარტყმის წნევისგან ჩამონგრეეული მაღაზიის ვესტიბიული. ასევე, ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშის კარი და ჩამონგრეულია ჭერი. სპეციალისტების თქმით, აფეთქებისთვის, დაახლოებით 200 გრამი ტროტილი გამოიყენეს.

მთავარი კითხვა, რასაც რუსი ინტერნეტმომხმარებლები სვამენ ასეთია - როგორ შეაღწია ტერორისტმა დაცულ და სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ მაღაზიაში და როგორ შეძლო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის, ასაფეთქებლის დამონტაჟება შეუმჩნევლად დამონტაჟება?

თვითმხილველები, რომლებიც მაღაზიაში მომხდარი აფეთქებას შეესწრნენ, დეტალებს იხსენებენ.

"აფეთქების ხმამ, მთელი შენობა შეაზანზარა. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა. ყურებში დამიგუბდა, წნევისგან წავიქეცი. გარშემო საშინელი შავი კვამლი და დამწვრის სუნი იდგა. რაღაც მცირე მეტალის ფრაგმენტები ცვიოდა, რომელიც შემდეგ ქირურგებმა სხეულიდან ამომაცალეს. მთელი სხეული ამ ფრაგმენტებით მაქვს დასერილი... მეგონა, სალარო აპარატი აფეთქდა. რამდენიმე წუთი საერთოდ არ მახსოვს რა ხდებოდა გარშემო, შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი რაღაცას მიყვიროდა. რას ამბობდა, ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ ორივე გადავრჩით... მერე ვიღაც მომვარდა და ზურგზე ხელებს მირტყამდა, ვერ მივხვდი რატომ, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა და იმას აქრობდა..." - იხსენებს თვითმხილველი.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის დროს, დაშავებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. რუსი ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერაქტების პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალი აზიელებისთვის რუსეთის საზღვრის ჩაკეტვაა.

მეორე ნაწილი წერს, რომ "რუსეთის არმიის სირიაში განხორციელებული პროცესების შემდეგ, არ არის გასაკვირი რატომ მოვიდა ISIS რუსეთში" - წერენ ისინი. კომენტარების ავტორთა უმეტესობისთვის პუტინის მკაცრი ბრძანება, ტეროროსტთა ადგილზე ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სრულიად მისაღებია.

"ყოჩაღ, ვოვა... მათი დანდობა არ შეიძლება. მათი მიმართ ჰუმანური მიდგომა უკვე ცუდად მოგვიბრუნდა. თავიდანვე ასეთი მკაცრი ბრძანება გაგეცა" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"