აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, დღეს, დაახლოებით 14:00 საათზეთი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლას უკავშირდება.

ჟურნალისტის და - ნურანი ზეინალაბდინ ტაგიევის ქუჩაზე # 2-ში სახლს ქირაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმის - რამაზანის ასევე მცირეწლოვანი გოგონა. Meydan TV-ის მომხდარის შესახებ აფგან მუხთარლის ძმამ ელშანმა აცნობა.

ხილეთ ვიდეო

"ისინი სახლს გაზქურით ათბობდნენ. ღამით ცეცხლი ჩაქრა, ძლიერი ქარი იყო. სახლში გაზი დაგროვდა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ბინაში ნურანის კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა.

ელშანის განცხადებით, გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მუხთარლიც. მან ადვოკატ ელჩინ სადიხოვს სთხოვა, გაზეთ „ბასტაინფოს“ რედაქტორს ეშუამდგომლა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას დაასწრონ.

ამ დროისთვის პენიტენციური სამსახურის პასუხი უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"