ვიქტორ ორბანი - ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში "მუსლიმი დამპყრობლები" არიან - უნგრეთი არ აპირებს მიგრანტების მიღებას

ვიქტორ ორბანი - ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში "მუსლიმი დამპყრობლები" არიან - უნგრეთი არ აპირებს მიგრანტების მიღებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში "მუსლიმი დამპყრობლები" არიან და უნგრეთი არ აპირებს მომავალში მიგრანტების მიღებას.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის აზრით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით "პარალელური საზოგადოების" შექმნას გამოიწვევს.

"ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ მუსლიმ დამპყრობლებად მივიჩნევთ", - განუცხადა ვიქტორ ორბანმა გერმანულ გამოცემა Welt-ს.

მან ასევე მოუწოდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს უნგრეთისადმი პატივისცემა გამოიჩინონ. მისი თქმით, ევროკავშირის უამრავი ქვეყანა უნგრეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ უნგრეთი ევროკავშირის ფონდებიდან თანხებს იღებს, თუმცა დევნილებს არ იღებს.

გასული წლის მიწურულს, ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ აღნიშნული ქვეყნები მიგრანტების რელოკაციის პროგრამის ფარგლებში უარს ამბობენ დევნილების მიღებაზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"