პარიზში, სასტუმრო Ritz-ში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან შეიარაღებულმა პირებმა მილიონობით ევროს ოდენობის ნაკეთობები წაიღეს. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien იუწყება.
ნაჯახებით შეიარაღებული ხუთი მამაკაცი სასტუმროში ადგილობრივი დროით 18:30 საათზე შევიდა. მათ რამდენიმე ვიტრინა გატეხეს და საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ქვები და საათები წაიღეს.
სასტუმროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც სამი დამნაშავის დაკავება შეძლო.
გაზეთი Le Parisien-ის ინფორმაციით, ყველა დაკავებული დაახლოებით 20 წლამდე ასაკისაა და ყაჩაღობისთვის პასუხისგებაში ადრეც იყვნენ მიცემულები.
ორი ბოროტმოქმედი მიმალვაშია. პოლიცია მათ ძებნას აგრძელებს. მაღაზიიდან წაღებული საიუველირო ნაკეთობების ღირებულება 4 მილიონ ევროს აღემატება.