ლონდონის მერი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება

ლონდონის მერი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება

ლონდონის მერი, სადიქ ხანი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას დიდ ბრიტანეთში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით მიესალმება, - ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება.

"მისი ვიზიტი, ეჭვგარეშეა, მასობრივ სამშვიდობო აქციებს გამოიწვევდა", - განაცხადა ხანმა.

ვიზიტის გაუქმების შესახებ ტრამპმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

"ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, ვინაიდან მხარს არ ვუჭერ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა, მხოლოდ იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? არა!" - წერს ტრამპი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"