"ფეისბუქი" მალე სრულიად შეიცვლება - რას აანონსებს მარკ ცუკერბერგი

"ფეისბუქი" მალე სრულიად შეიცვლება - რას აანონსებს მარკ ცუკერბერგი

"ფეისბუქი" აქამდე განხორციელებულ ცვლილებათა შორის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. კომპანიის გადაწყვეტილებით, "ნიუს ფიდი" ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის თითოეული მომხმარებლისთვის გაცილებით აზრიანი და საინტერესო გახდეს. პრაქტიკულად რომ განვიხილოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაცილებით მეტი სიხშირითა და რაოდენობით ნახავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებსაც რეალურად იცნობს. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მომხარებელი "ნიუს ფიდში" უკვე ნაკლებად შეხვდება მედია ორგანიზაციებისა და იმ ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიმდევარიც არის.

"ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განმარტებით, ცვლილებების მიზანია, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაცილებით მეტი რაოდენობით ნახოს ის პოსტები,

რომლებიც სინამდვილეში ანაღვლებს და რომელზეც სურს რომ ჰქონდეს ინტერაქცია.

"სავარაუდოდ, კომპანიას იმ რეალობის გამოსწორებაც სურს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს. თუ მომხმარებელი აღარ აზიარებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთებს აღარ შეუძლიათ სათანადო მონაცემების მიღება მომხარებელზე. Facebook-ის შემოსავალი კი მთლიანად რეკლამასა და რეკლამის დამკვეთებაზეა დამოკიდებული"- ვკითხულობთ "ინდეფენდენთის" სტატიაში... განაგრძეთ კითხვა

"შევაჩეროთ მოპარვა" - ტრამპი 6 იანვარს, ვაშინგტონში დიდ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

"უეცარად გაუმწვავდა რადიკულიტი..." - ჯანმრთელობის პრობლემის გამო რომის პაპი ახალი წლის მესას ვერ გაუძღვება

ახალმა ზელანდიამ 2021 წლის დადგომა აღნიშნა