კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:06 / 13-01-2018
ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს
20 იანვარს 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერის საქმიანობას.

1 წლის საიუბილეო თარიღს ცნობილი ამერიკული გამოცემები პრეზიდენტს გამორჩეული გარეკანებით "ულოცავენ". მაგალითად, 22 იანვარს ყოველკვირეული ჟურნალი Time გამოვა ქავერით, რომელზეც თმაზე ცეცხლმოკიდებული ტრამპია გამოსახული. ჟურნალმა ყდა მხატვარ ედელ როდრიგესს დაუკვეთა, რომელიც ცნობილია ტრამპის კარიკატურებით. როდრიგესის თქმით, ყდის ინსპირაცია გახდა მაიკლ ვულფის წიგნი "ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპი თეთრი სახლის შიგნით", რომელმაც 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი მღელვარება
გამოიწვია.

წაიკითხეთ: ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?



კიდევ ერთმა გამოცემამ, The New Yorker-მა კი საიუბილეო გარეკანის შესაქმნელად ინსპირაცია ტრამპის უკანასკნელი სკანდალური განცხადებიდან მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, "ბინძურ ხვრელებად"(shithole countries) მოიხსენია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა შეხვედრაზე მყოფ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თუ რატომ უნდა სურდეს ვინმეს, რომ აშშ-ში ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები ჩადიოდნენ და აღნიშნულ ქვეყნებს "ბინძური ხვრელი" უწოდა.

სწორედ ხვრელია გამოსახული New Yorker-ის ყდაზე, რომლითაც გამოცემა 22 იანვარს გამოვა. სრულიად თეთრ ყდაზე პატარა შავი ხვრელი ჩანს, საიდანაც ტრამპის ცნობილი ვარცხნილობა მოსჩანს. ნახატი "ხვრელში" არტისტ ენტონი რუსოს ეკუთვნის.

16:14 / 13-01-2018
beqa
4
ლილიკოოოო? სხვა საქმე არაფერი გაქვს და სანერვიულო ტრამპის ავ-კარგის განხილვას, რომ უნდები? სიტყვა ,,რუსეთუმე" კი ცოტა ფრთხილად გმოიყენე რა?
გამოეხმაურე / 0 /
16:11 / 13-01-2018
lilkos
2
გეტყობა თავად რა ინტელექტის პატრონიც ხარ და ,,რუსეთუმეებს" ასე მარტივად, რომ ეძახით ხალხს - ვინ მოგცათ ამის უფლება? ისე ეს ტრამპი არჩეული პრეზიდენტია და ვინ აირჩია, რუსეთუმეებმა?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები "ბინძურ ხვრელებად" მოიხსენია
ამერიკულმა მედიამ კითხვაზე პასუხს უკვე მიაგნო
კლიფორდი ზრდასრულთათვის განკუთვნილ ათობით ფილმშია გადაღებული ფსევდონიმით შტორმი დენიელსი
პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა
M107A1 მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანის ყველაზე სრულყოფილი მოდიფიკაციაა

მელანიამ ყველა ბავშვი დაარწმუნა, დასაძინებლად ადრე წასულიყვნენ

როგორ მოახერხა პირველმა ლედიმ ამერიკელი ხალხის ასეთი დიდი სიმპათია დაემსახურებინა?
ის 71 წლისაა და ჯერჯერობით არცერთი სამედიცინო კვლევის შედეგი არ გაუსაჯაროებია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49