ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

ამერიკულმა გამოცემებმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ დასცინეს

20 იანვარს 1 წელი ხდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერის საქმიანობას.

1 წლის საიუბილეო თარიღს ცნობილი ამერიკული გამოცემები პრეზიდენტს გამორჩეული გარეკანებით "ულოცავენ". მაგალითად, 22 იანვარს ყოველკვირეული ჟურნალი Time გამოვა ქავერით, რომელზეც თმაზე ცეცხლმოკიდებული ტრამპია გამოსახული. ჟურნალმა ყდა მხატვარ ედელ როდრიგესს დაუკვეთა, რომელიც ცნობილია ტრამპის კარიკატურებით. როდრიგესის თქმით, ყდის ინსპირაცია გახდა მაიკლ ვულფის წიგნი "ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპი თეთრი სახლის შიგნით", რომელმაც 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი მღელვარება გამოიწვია.

წაიკითხეთ: ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

კიდევ ერთმა გამოცემამ, The New Yorker-მა კი საიუბილეო გარეკანის შესაქმნელად ინსპირაცია ტრამპის უკანასკნელი სკანდალური განცხადებიდან მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, "ბინძურ ხვრელებად"(shithole countries) მოიხსენია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა შეხვედრაზე მყოფ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თუ რატომ უნდა სურდეს ვინმეს, რომ აშშ-ში ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები ჩადიოდნენ და აღნიშნულ ქვეყნებს "ბინძური ხვრელი" უწოდა.

სწორედ ხვრელია გამოსახული New Yorker-ის ყდაზე, რომლითაც გამოცემა 22 იანვარს გამოვა. სრულიად თეთრ ყდაზე პატარა შავი ხვრელი ჩანს, საიდანაც ტრამპის ცნობილი ვარცხნილობა მოსჩანს. ნახატი "ხვრელში" არტისტ ენტონი რუსოს ეკუთვნის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"