"პეგასუსის" თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა - ნახეთ ფოტოები ადგილიდან

"პეგასუსის" თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა - ნახეთ ფოტოები ადგილიდან

კომპანია "პეგასუსის" კუთვნილი თვითმფრინავის 162 მგზავრი, რომელიც ინციდენტის დროს "ბოინგში" იჯდა, თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ "ტელეგრაფი" წერს.

ავიალაინერი თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში დაჯდომას აპირებდა, როდესაც მოცურდა, ბილიკიდან გადავიდა და კლდეზე დაეშვა. ზღვაში ჩავარდნისგან თვითმფრინავი ტალახმა გადაარჩინა.

ინციდენტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმფრინავი ტრაბზონში ანკარადან ჩაფრინდა.

მომხდარის გამო აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა, ინციდენტის მიზეზი კი ცნობილი, ჯერ-ჯერობით, არ არის.

"პეგასუსი" მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"162-ვე მგზავრი, 2 მფრინავი და ეკიპაჟის 4 წევრი თვითმფრინავიდან მშვიდობიანად გამოვიყვანეთ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"