რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ქონება საკუთარი კრეატიულობის წყალობით დააგროვა, ის ცდილობს, ყველა პრობლემა ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით გადაჭრას და ხშირად, რისკზეც მიდის.

ბეზოსი და მისი ცოლი, მაკენზი ბავშვების განათლების საკითხსაც ასეთივე კრეატიულობით უდგებიან.

„ყველაფერი ვცადეთ, მანდარინის გაკვეთილები, მათემატიკის სინგაპურის პროგრამა, მეზობელ ბავშვებთან ერთად უამრავი სპორტკლუბი...“ - განაცხადა ჟურნალთან Vogue მაკენზი ბეზოსმა.

მეორე ენის სწავლა, ცხადია, ძალიან კარგია, გუნდური თამაშები კი ბავშვების ჯანმრთელობისთვი უმნიშვნელოვანესია. თუმცა, რა არის მათემატიკის სინგაპურული პროგრამა?

ეს არის მათემატიკის სწავლების მეთოდი, რომელსაც, უმეტესად, შანხაისა და სინგაპურში იყენებენ.

ამ პროგრამის თანახმად, მოსწავლეები სწავლობენ განსაკუთრებულ კონცეფციას, ვიდრე უფრო რთულ მასალაზე გადავლენ. მასწავლებლები ცდილობენ, ბავშვები მიაჩვიონ მათემატიკურ აზროვნებას და არ დააზეპირებინონ მხოლოდ წესები და მაგალითები.

შანხაის სკოლებში აღნიშნული მეთოდით, ბავშებს არ აჯგუფებენ ინტელექტუალური მონაცემების მიხედვით. ყველა მოსწავლე ასრულებს ერთსა და იმავე დავალებას, მათ ასწავლიან ერთნაირ მიდგომას საგნის მიმართ და მათემატიკის უფრო რთულ საფეხურზეც ერთად გადადიან.

"სინგაპურული მეთოდი" 1980-იან წლებში შეიქმნა. მას სამ ეტაპად სწავლობენ: რეალურ ობიექტებზე, ნახატებზე, სიმბოლოებზე. სინგაპურელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თვალსაჩინოების მეთოდს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA მონაცემებით, 2015 წელს მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვით უნარებში 15 წლის სინგაპურელმა მოსწავლეებმა ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

წყარო weforum.org

როგორ გადარჩა 3 ადამიანი 33 დღე უკაცრიელ კუნძულზე - "მათი ნავი ჩაიძირა, კუნძულამდე გაცურეს...ქოქოსით იკვებებოდნენ"

მარია ზახაროვა: "თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?"

უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა