რუსეთში, ქალაქ პერმში ორი ნიღბიანი მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და 8 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრა

რუსეთში, ქალაქ პერმში ორი ნიღბიანი მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და 8 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრა

რუსეთში, ქალაქ პერმის სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაჭრა ორ მოზარდს შორის კონფლიქტს მოჰყვა, რომელთა გაშველებას მოსწავლეები და პედაგოგები ცდილობდნენ.

კონფლიქტის მიზეზს სამართალდამცველები ადგენენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და რვა მოსწავლე და მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, მასწავლებლის და 16 წლის მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, მათ ოპერაცია უტარდებათ.

პოლიციამ თავდამსხმელები უკვე დააკავა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"