საწოლებზე მიჯაჭვული ბავშვები - კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარ 13 შვილს აწამებდნენ

საწოლებზე მიჯაჭვული ბავშვები - კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარ 13 შვილს აწამებდნენ

კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვარს დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავს დაბმული.

იხილეთ ვიდეო: საწოლებზე მიჯაჭვული ბავშვები - კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარ 13 შვილს აწამებდნე

"გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ პოლიციამ იპოვა 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი იმ სახლში, საიდანაც გოგონა გაიქცა", - ნათქვამია შერიფის ოფისის განცხადებაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი სახლში, ბნელ ოთახებში საწოლებზე იყო მიჯაჭვული. ყველა დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში, დიდი ხნის უჭმელი იყო.

"გარკვეული დროის განმავლობაში მშობლები ვერ აყალიბებდნენ იმის ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის განცხადებით, დაკითხვის შემდეგ ყველა დაზარალებულს საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა, მშობლები კი დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"