მეგანისა და ჰარის ქორწილი "ნაკლებად ბრიტანული" იქნება - წყვილი ყველაფერს საკუთარი გემოვნებით გეგმავს

მეგანისა და ჰარის ქორწილი "ნაკლებად ბრიტანული" იქნება - წყვილი ყველაფერს საკუთარი გემოვნებით გეგმავს

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი დაგეგმილი ცერემონიის შესახებ და როგორც ჩანს, მათი ქორწილი უილიამისა და ქეით მიდლტონის ჯვრისწერისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

მეგანი და ჰარი ცერემონიის დაგეგმვისას საკუთარი გემოვნებით არჩევენ დეტალებს და ნაკლებად ითვალისწინებენ სამეფო ტრადიციებს.

ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ მსახიობი ქორწილისთვის ბრიტანელი დიზაინერის მიერ შექმნილ კაბას ჩაიცვამს. თუმცა, დეკემბერში მეგანმა სთხოვა ისრაელის მოდის სახლს Inbal Dror ესკიზები გაეკეთებინათ.

"საქორწინო კაბისთვის დიზაინერი უკვე შერჩეულია," - ამბობს გამოცემის US Weekly-ს წყარო.

როგორც ცნობილია, მეგანმა უკვე გადაწყვიტა, რა სამკაულს გამოიყენებს ქორწილის დღეს. წყაროს ცნობით, სამკაული ძალიან სადა იქნება.

რაც შეეხება მენიუს, "ნაკლებად ბრიტანული" იქნება, ვიდრე ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის.

"მეგანს და ჰარის სურთ, ყველაფერი საკუთარი სურვილის მიხედვით გააკეთონ. მათ ახსოვთ ტრადიციების შესახებ, თუმცა ეს დღე, სურთ, ერთმანეთს მიუძღვნან," - ამბობს წყარო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"