"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო

"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "კვეჟოვიჩი" დააკავეს. ამის შესახებ "როსბალტი" წერს.

როგორც სააგენტოს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა, გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს საღამოს მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ის არალეგალი მიგრანტია და იზოლატორში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას უახლოეს დღეებში რუსეთიდან დეპორტაცია ელოდება.

"როსბალტის" ინფორმაციით, 2014 წელს ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის ("დათო ფოთისკი") მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა ამ მკვლელობაზე ბრალი საკუთარ თავზე სხვა პირმა აიღო.

ვინ არის "კვეჟოვიჩი"?!

33 წლის გურამ ჩიხლაძე 2001 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, თუმცა მოულოდნელად რუსმა სამართლადამცავებმა ეჭვი შეიტანეს, რომ მას, თავის დროზე, პასპორტი კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული - ჩამოართვეს მოქალაქეობა და პასპორტიც. "როსბლატის" წყარო ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს, რომ 2018 წელს მოსკოვი გაწმინდონ კრიმინალებისგან და "კანონიერი ქურდი" ჩიხლაძე პირველი არ არის, ვინც გისოსებს მიღმა მოხვდა და არც უკანასკნელი იქნება.

"ვფიქრობ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დედაქალაქში მყოფ "კანონიერ ქურდებს", სავარაუდოდ, "წითელ წიგნში" შეიყვანენ", - ამბობს სააგენტოს წყარო...

ჩიხლაძე რუსი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2014 წელს მოექცა, როდესაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ჩაცხრილეს ყოფილი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე. ის კილერმა მანქანის პარკირებისას მოკლა. იმჟამად პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისი მკვლელობის მიზეზები უნდა ეძებნა 1994 წლის ამბებში... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"