სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა

სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა

რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში იმპროვიზებული საქორწინო ცერემონია მოაწყო და ორი ბორტგამცილებელი დააქორწინა. პაპი ვიზიტით ჩილეში იმყოფებოდა და მაშინ როცა თვითმფრინავი 11 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, მან წყვილს - პაოლა რუიზს და კარლოს ელორიაგას ჯვარი დასწერა.

წყვილი პაპს გაესაუბრა და მასთან ერთობლივი ფოტოები გადაიღო, რა დროსაც უამბეს, რომ უკვე წლებია ერთად არიან, ზრდიან ორ ქალიშვილს - რაფაელასა და იზაბელას, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა ჯვარი არ აქვთ დაწერილი. მათი თქმით, 2010 წელს დაგეგმილი ჰქონდათ ჯვრისწერა, თუმცა ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ის ტაძარი დაანგრია, სადაც ჯვრის დაწერა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

იხილეთ ვიდეო: "ჯვრისწერა ცაში" - რომის პაპმა თავის თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინ

პაოლას და კარლოსის თქმით, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, პაპმა მათ ჰკითხა, სურდათ თუ არა ქორწინების ცერემონიის შესრულება თვითმფრინავში, რაზეც რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო. პაპმა ფრანცისკემ აკურთხა მათი ბეჭდები, ჯვრისწერის მოწმე კიდევ ერთი ბორტგამცილებელი გახდა. ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს პაპმა და წყვილის მეჯვარემ. ასე შედგა პირველი ჯვრისწერა თვითმფრინავში, რომის პაპის მიერ.

nydailynews.com-ის მიხედვით

17 წლის გოგონამ აშშ-ში თვითმფრინავის გატაცება სცადა - "ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა და აეროპორტის შენობას დაეჯახა“

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო