ვინ არის და რას საქმიანობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მეუღლე

ვინ არის და რას საქმიანობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მეუღლე

"ბლუმბერგის" შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება 104 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს პირველი ტრილიონერი შესაძლოა სწორედ ჯეფ ბეზოსი გახდეს.

წაიკითხეთ ასევე: რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

როგორია Amazon-ის შემქმნელის ოჯახური ცხოვრება და ვინ არის მილიარდერის მეუღლე?

როგორც "ბიზნესინსაიდერი" წერს, ჯეფ და მაკენზი ბეზოსები ამაზონის დაარსებამდე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს საინვესტიციო ფირმაში (D. E.) შეხვედნენ, სადაც ჯეფი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მისი მომავალი მეუღლე ასოცირებული მკვლევარი იყო.

ჯეფ ბეზოსი Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში მის მეუღლეს ახასიათებს, როგორც საზრიან და ჭკვიან ადამიანს. მისი თქმით, ძალიან გაუმართლა, როცა თავის დროზე სამსახურში მაკენზის რეზიუმე შეარჩია.

მაკენზიმ ჯეფ ბეზოსის ფირმაში დაიწყო მუშაობა და ისინი ოფისის მეზობლები გახდნენ. ინტერვიუში ბეზოსი აღნიშნავდა, რომ მას მისი ღიმილი შეუყვარდა.

წაიკითხეთ ასევე: უახლოეს 25 წელში მსოფლიოში შესაძლოა პირველი ტრილიონერი გაჩნდეს

ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მაკენზიმ გადადგა და ჯეფ ბეზოსი ლანჩზე დაპატიჟა. ამ ლანჩიდან 6 თვეში წყვილი დაქორწინდა.

ამის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა თავის ცოლს ბიზნესიდეის შესახებ გაუმხილა. ერთი წლის შემდეგ, 1994 წელს, მათ სამსახური მიატოვეს და "ამაზონის" დასაარსებლად სიეტლში გადავიდნენ.

მაკენზი "ამაზონის" ბუღალტერი გახდა და ის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"