თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

 თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ სირიაში, აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ თურქული გამოცემა შაბაჰ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, თურქულმა მხარემ საარტილერიო დარტყმა განახორციელა "სახალხო თავდაცვის ძალებზე". ჯამში სულ 153 საარტილერიო დარტყმა განხორციელდა ქურთების პოზიციებზე.

"სახალხო თავდაცვის ძალები" თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" არის დაკავშირებული.

20 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სირიაში აფრინის რაიონში მდებარე ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ოპერაცია "ზეთისხილის ტოტი" დაიწყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"