ჯიჰადისტი ქალი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოსთვის" შვილი გააჩინა, ლონდონში დაბრუნდა

ჯიჰადისტი ქალი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოსთვის" შვილი გააჩინა, ლონდონში დაბრუნდა

ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ეთიოპიიდან ჩავიდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ქალი "ისლამური სახელმწიფოს" წევრია და მას ჯიჰადისტისგან შვილიც ჰყავს გაჩენილი.

27 წლის ქალი, რომლის ვინაობა არ გაამჟღავნეს, ლონდონში ადის-აბებადან ჩაფრინდა. მას ტერორისტული აქტების მომზადება ბრალდება.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში, "ისლამურ სახელმწიფოში" გასაწევრიანებლად, დაახლოებით, 850 ადამიანი გაემგზავრა. ახლა კი, როდესაც ჯიჰადისტური ორგანიზაცია დასუსტდა, ბევრი მებრძოლი ბრიტანული პასპორტით სამშობლოს უბრუნდება.

მათგან ბევრი ქალია, რომლებიც სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან ერთად საცხოვრებლად და ჯიჰადისტებისთვის შვილების გასაჩენად გაემგზავრნენ.

ბავშვი, რომლის ასაკი 2 წელზე ნაკლებია, სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.

წყარო dailymail.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"