ქეით მიდლტონი სახლში იმშობიარებს

ქეით მიდლტონი სახლში იმშობიარებს

ვიდრე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ეძებენ სახლს, სადაც დაქორწინების შემდეგ იცხოვრებენ, უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე ბავშვის დაბადებისთვის ემზადებიან.

წინასწარი გათვლით, ბავშვი აპრილში გაჩნდება. სავარაუდოდ, ქეითი სახლში იმშობიარებს, კენსინგტონის სასახლეში. ჰერცოგინიას სურს, თავიდან აირიდოს ზედმეტი ყურადღება და ხმაური მათ ოჯახთან დაკავშირებით, როგორც ეს ჯორჯისა და შარლოტას დაბადების დროს მოხდა. ქმარი კი ქეითის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრი სახლში დაიბადება - დედოფალი ელისაბედი სახლში გაჩნდა და თავადაც შვილები - ჩარლზი, ენდრიუ და ედვარდი ბუკინგემის სასახლეში, ანა კი - კლარენსში გააჩინა, სადაც ახლა ჩარლზი და კამილა ცხოვრობენ.

წყარო hellomagazine.com

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"