მელანია ქმარს დავოსში არ გაჰყვა - პირველი ლედი სკანდალის შემდეგ არ გამოჩენილა

მელანია ქმარს დავოსში არ გაჰყვა - პირველი ლედი სკანდალის შემდეგ არ გამოჩენილა

შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, დონალდ ტრამპი მელანიასთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო. თუმცა, აშშ-ს პირველი ლედის კომუნიკაციების დირექტორმა, სტეფანი გრიშემ განაცხადა, რომ მიზეზი "ლოგისტიკური სირთულეებია", კონკრეტულ პრობლემაზე კი არ უსაუბრია.

ჟურნალისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ საქმე ცოტა ხნის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება. პრესაში გავრცელდა პორნომსახიობის, სტორმი დენიელსის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006 წელს დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს სიჩუმისთვის 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მელანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება.

22 იანვარს ტრამპების ქორწინების 13 წლისთავი იყო, თუმცა მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში არაფერი დაუწერიათ.

წყარო independent.co.u

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"