"ბერძენი ქალღმერთი" ქეითი და "მამაკაცურად ჩაცმული" მეგანი - ორივე მათგანს ერთი დიზაინერის სამოსი ეცვა

"ბერძენი ქალღმერთი" ქეითი და "მამაკაცურად ჩაცმული" მეგანი - ორივე მათგანს ერთი დიზაინერის სამოსი ეცვა

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე გუშინ საღამოს ალექსანდერ მაკქუინის სამოსით გამოჩნდნენ, თუმცა მათი იმიჯი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ქეითს ნორვეგიის სამეფო ოჯახთან ვახშამზე ბრიტანული მოდის სახლის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა. გამოცემამ Vogue ის ბერძენ ქალღმერთს შეადარა. ჰერცოგინიას დედოფლის საყურე  და ბრილიანტების სამაჯური ეკეთა, რომელიც მონარქმა ქორწილში აჩუქა.

რაც შეეხება მეგანს, საჯაროდ ისიც გუშინ საღამოს გამოჩნდა, დაჯილდოების ცერემონიალზე მასაც მაკქუინის სამოსი ეცვა, თუმცა ქეითისგან სრულიად განსხვავებული - შავი პიჯაკი, შარვალი და თეთრი პერანგი. ღონისძიებაზე მარკლი პრინც ჰარისთან ერთად მივიდა და მიუხედავად თავსხმა წვიმისა, გულიანად უღიმოდა რეპორტიორებს და შეკრებილ საზოგადოებას.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ მეგანმა ამ ჩაცმულობით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ არ აპირებს, სამეფო პროტოკოლის გამო საკუთარ სტილზე უარი თქვას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"