მელანიამ ქმართან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა

მელანიამ ქმართან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპი ცოლთან და შვილთან, ბერონთან ერთად ფლორიდაში ჩაფრინდა, აშშ-ს პირველი ოჯახი დასვენების დღეებს პალმ ბიჩზე, საკუთარ ვილაში გაატარებს.

ფლორიდაში მათ ტრამპის უფროსი ქალიშვილი ივანკა დახვდა.

აშშ-ს პრეზიდენტს ძალიან უყვარს პალმ ბიჩზე მდებარე სახლი და ცდილობს, უქმეები იქ ხშირად გაატაროს.

ფლორიდაში ჩასვლა, ამჯერად, ხმაურიანი აღმოჩნდა მელანიას გამო, რომელმაც უარი თქვა აეროპორტში ქმართან ერთად სურათები გადაეღო.

თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ დონალდი და მელანია ცოტა ხნით უნდა შეჩერებულიყვნენ და ჟურნალისტებს მისალმებოდნენ. პრეზიდენტი შეჩერდა, მელანიამ კი ქმარს გვერდით ჩაუარა და მანქანაში ჩაჯდა.

მელანია, ბოლო პერიოდში, მუდმივად ცდილობს, ქმრის გარეშე გამოჩნდეს. როგორც ჩანს, ეს ცოტა ხნის წინ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება - გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ დონალდ ტრამპს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან ჰქონდა რომანი, არჩევნების წინ კი ტრამპის ადვოკატმა მსახიობს დიდი რაოდენობით თანხა გადაურცხა "გასაჩუმებლად".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"