იტალიაში მამაკაცს შინ 41 მლნ ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები უპოვეს - სად ინახავდა ფულს იტალიელი

იტალიაში მამაკაცს შინ 41 მლნ ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები უპოვეს - სად ინახავდა ფულს იტალიელი

იტალიის ქალაქ ნეაპოლთან პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლიდან 40 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღო.

ტორე-დელ-გრეკოს დასახლებაში, ყალბი ბანკნოტების წარმოებაში ეჭვმიტანილი მამაკაცის სახლში ჩხრეკისას პოლიციელებმა შენიშნეს ფარდული, სადაც რამდენიმე კასრი აღმოაჩინეს.

აღნიშნულ კასრებში პოლიციელებმა 50 და 100 ევროს ნომინალის კუპირების 90 შეკვრა იპოვეს. საერთო ჯამში, იტალიელი მამაკაცი ფარდულში დაახლოებით 41 მილიონ ევროს ინახავდა.

პოლიციის განცხადებით, ამოღებული კუპიურები ძალიან მაღალ დონეზე იყო დამზადებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამოღებული მასალის დასათვლელად 6 პოლიციელს ხუთი საათი დასჭირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"