11 წლის წინ მისი გადარჩენის იმედი ბევრს არ ჰქონდა, ახლა კი ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო

11 წლის წინ მისი გადარჩენის იმედი ბევრს არ ჰქონდა, ახლა კი ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო

11 თვის წინ მარკ მაკმორისი სამაშველო თვითმფრინავის მოლოდინში იწვა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მოტეხილი ყბით, დაზიანებული ელენთით, შინაგანი სისხლდენით, მრავლობითი მოტეხილობებით სხეულზე და გათიშული ფილტვით.

"დარწმუნებული ვიყავი, მოვკვდებოდი," - ამბობს კანადელი სნოუბორდისტი, რომელიც საბედისწერო ნახტომის დროს ხეზე "შეფრინდა".

გუშინ კი ბედნიერი მაკმორისი ბრინჯაოს მედლის მიღების შემდეგ ამაყად იდგა ოლიმპიურ პოდიუმზე. ის მესამე, ფინალურ ტურამდე ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ ოქროსა და ვერცხლის მოპოვება ვერ შეძლო.

24 წლის მაკმორისი ბრინჯაოს მფლობელი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზეც გახდა.

სპორტსმენისთვის სხეულის სერიოზული ზიანი უცხო არ არის, 2016 წელს ძლიერად დავარდნის გამო ფეხი მოიტეხა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

"მიხარია, რომ ბოლო დაზიანებას გადავურჩი და ახლა აქ ვარ, რადგან ეს ოლიმპიადა ჩემთვის განსაკუთრებულია," - განუცხადა ჟურნალისტებს მაკმორისმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი