კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი რესტორან "სულგუნში" დააკავეს, - ამის შესახებ სააკაშვილის პრესსამსახური იუწყება.

"მიხეილ სააკაშვილი მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. მოსული იყო სამი ავტომობილი", - წერია სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი რესტორანში დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით კი, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა. იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა გამოცემა ჰრომადსკე-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

"ახლა მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.

რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს. უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"