პოროშენკოს სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება არ სურს

პოროშენკოს სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ.

ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ გამოცემა Profil-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით, საამისოდ საჭიროა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყოს", - განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის კანონი დაარღვია.

"ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. მისი გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"