დოკუ უმაროვის ასაყვანად ჩეჩნეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დოკუ უმაროვის ასაყვანად ჩეჩნეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დოკუ უმაროვის ასაყვანად ჩეჩნეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

"მასკოვსკი კამსამოლეცის" ცნობით, რუსული სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე დოკუ უმაროვია. ოპერაცია კი ისეთი მასშტაბის არის, რომ "21-ე საუკუნის სპეცოპერაცია" შეიძლება ეწოდოს.

სადამსჯელო ღონისძიების დეტალები ჯერ არ ხმაურდება. ერთადერთი რაც ამ დროისთვის ცნობილია, ის არის, რომ ძალოვანებს დოკუ უმაროვისა და სხვა მეთაურების ცოცხლად აყვანა და არა ლიკვიდაცია აქვთ დავალებული.

"როცა ჩვენ მათ ვანდგურებთ, ისინი ნაციონალური გმირები ხდებიან. ეს კი ციხეში ჩაჯდება, ჩვენებებს მისცემს და შეწყალებას მოითხოვს", - აცხადებს რუსულ გამოცემასთან საუბრისას ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მასხადოვის თანამოაზრის აყვანას რუსული სპეცსამსახურები მრავალი წელია, ცდილობენ. უკვე ჩატარდა ორი დიდი ოპერაცია, თუმცა უმაროვმა ყოველთვის თავის დაღწევა მოახერხა. ამჯერად რუს ძალოვანებს წარმატების იმედი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დოკუ უმაროვის ასაყვანად სპეცოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა გუშინ "ახალი ამბების რუსული სამსახურისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უმაროვის განეიტრალება ჩეჩნეთისთვის დღეს ნომერ პირველი ამოცანაა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა