უცხოური პრესა: აშშ-ში გამოაშკარავებულმა უიღბლო ჯაშუშებმა რუსული დაზვერვა შეარცხვინეს

უცხოური პრესა: აშშ-ში გამოაშკარავებულმა უიღბლო ჯაშუშებმა რუსული დაზვერვა შეარცხვინეს

რუსული დაზვერვის დონე, რომლითაც კრემლი საბჭოთა პერიოდში დამსახურებულად ამაყობდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა. ეს აშშ-ში რუსული "ჯაშუშური ქსელის" გამოაშკარავებამ თვალსაჩინო გახადა. ასეთ დასკვნას დასავლური პრესა აკეთებს.

The New York Times -ში მიიჩნევენ, რომ გაშიფრულ აგენტებს მსოფლიო დონის შპიონაჟის განსახორციელებლად ყველა პირობა ჰქონდათ, გარდა თავად საიდუმლო ცნობებისა, რომლებსაც მოსკოვს მიაწვდიდნენ. დავალება, რომელსაც ცენტრი აგენტებს აძლევდა, ექსპერტებმა "საფეხბურთო მატჩის მიწურულს ბოლო იმედის პასს" შეადარეს.

კრემლის დაზვერვის სამსახურების უდიდესი მიღწევების ფონზე შპიონაჟში ეჭვმიტანალი 11 ემიგრანტის საქმე სავალალოდ გამოიყურება, - მიიჩნევს The Financial Times.

რუსი აგენტები შეერთებულ შტატებში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღების ცენტრში კი ბოლო 7 წელია აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში მათ ფასეული ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლეს, - წერს Frankfurter Allgemeine.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ყოფილმა საბჭოთა ჯაშუშმა განუცხადა, აშშ-ში რუსეთს დღესაც იმდენივე ჯაშუში ჰყავს, რამდენიც ცივი ომის პერიოდში. უბრალოდ, ახლა კრემლს დაზვერვის საქმეში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ნიჭიერ რუს პოლიგლოტებს ბანკებსა და იურიდიულ ფირმებში გაცილებით მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ.

ათი ეჭვმიტანილის აშშ-ში და კიდევ ერთის კვიპროსში დაკავება ჯერ მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ჯაშუშთა საქმიანობის გამოვლენის საქმეში, - მიიჩნევს The Wall Street Journal. გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ივლისის ბოლოს საბრალდებო დასკვნის გასაიდუმლოება მოხდება, რომელშიც ჯაშუშებზე უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იქნება.  

როგორც წესი, აშშ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უმალ არ უყენებს ბრალდებას. ხშირად ხელისუფლება ამ ინფორმაციას და დამატებითი ბრალდების შესაძლებლობას ბერკეტად იყენებს, რათა ეჭვმიტანილებისგან უფრო დეტალური ჩვენება მიიღოს, - განუცხადა გამოცემას ფედერალური ბიუროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა