ბერეზოვსკი ცოლს ეყრება, რაც 100 მლნ ფუნტი დაუჯდება

ბერეზოვსკი ცოლს ეყრება, რაც 100 მლნ ფუნტი დაუჯდება

რუს ოლიგარქს ბორის ბერეზოვსკის, შესაძლოა, ლონდონის სასამართლომ ყოფილი ცოლის გალინას სასარგებლოდ 100 მლნ ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისროს, - წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph-ი.

ამრიგად, გამორიცხული არაა, განქორწინების ეს პროცესი ბრიტანეთის ისტორიაში რეკორდულად ძვირი დაჯდეს. ამჟამინდელი რეკორდი 48 მლნ ფუნტს შეადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერეზოვსკი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

ბორის ბერეზოვსკი გალინასთან 18 წელია ქორწინებაში იმყოფება, თუმცა მეუღლესთან ერთად მხოლოდ პირველი ორი წელი იცხოვრა. გალინა ამჟამად ლონდონში, ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც ბერეზოვსკისთან ქორწინებიდან ჰყავს.

დღეს ოლიგარქი სარეცელს ელენა გორბუნოვასთან იყოფს, რომელთან 15-წლიანი თანაცხოვრება და ასევე ორი შვილი აკავშირებს.

სასამართლოს გზით გაყრის თანხის მისაღებად გალინა ბერეზოვსკაიამ იურიდიულ ფირმა Mishcon de Reya-ს მიმართა.

სავარაუდოდ, პროცესზე საუბარი ოლიგარქის ქონების მეოთხედზე იქნება, რომელიც თავის დროზე 1 მლრდ ფუნტად ფასდებოდა, თუმცა დღეისთვის შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება.

გალინამ და ბორისმა ერთმანეთი 1981 წელს გაიცნეს. როგორც ბრიტანული გაზეთი წერს, მაშინ ბერეზოვსკი "მათემატიკის პროფესორი იყო და თვეში მხოლოდ 60 ფუნტს გამოიმუშავებდა". გალინასთან ის პირველ მეუღლესთან, ნინასთან გაყრის შემდეგ დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბორის ბერეზოვსკის წარმომადგენელი ლორდი ბელი აცხადებს, რომ ოლიგარქმა გაყრის კომპენსაციაზე უკვე მოითათბირა და პროცესის დასრულების შემდეგ ელენე გორბუნოვაზე იქორწინებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა