აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას გიორგი დანელიას ლეგენადარული ფილმი ”ქინ-ძა-ძა” ჰყვარებია.
ამის შესახებ რუს ჟურნალისტთან მიხაილ კოზირევთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ნახევარდამ განაცხადა. კითხვაზე როგორი შთაბეჭდილება ქონდათ მას და მის ძმას ბაშვობაში რუსეთის შესახებ, პრეზიდენტის და პასუხობს, რომ მათ რუსეთზე თავისი წარმოდგენები ჰქონდათ.
აღმოჩნდა, რომ მოზარდმა ბარაკ ობამამ და მისმა დამ მშობლების კინოთეკაში გიორგი დანელიას ”ქინ-ძა-ძა” აღმოაჩინეს. მომავალ პრეზიდენტს ფილმი იმდენად მოსწონებია, რომ თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე უნახავს.