სკანდალური ინტერნეტ-საიტი ”Wikileaks” ახალი შოკისმომგვრელი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს, ამჯერად უკვე ერაყის ომის შესახებ.
ამის შესახებ რუსული ”ვესტი.რუ” იუწყება. მალე დღის სინათლეზე გამოვა ათი ათასობით საიდუმლო დოკუმენტი, ერაყში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასალების ჩათვლით.
საიტის წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გათვალისწინებით, ერაყში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია გაცილებით პოზიტიური იქნება.
ვებ-გვერდმა ”Wikileaks” ორი დღის წინ გამოაქვეყნა სამსახურებრივი დოკუმენტები, რომელიც ავღანეთში აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ 2004-დან 2009 წლამდე ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდება. საიტის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ხელში 90 ათასზე მეტი დოკუმენტი მოხვდა.
პენტაგონის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პუბლიკაციებისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.