Washington Times: ამერიკას საბერძნეთზე უარესი გაჭირვება ელის

Washington Times: ამერიკას საბერძნეთზე უარესი გაჭირვება ელის

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, აშშ-ს იმდენი ვალი და ფინანსური ვალდებულება დაუგროვდა, რომ ხარჯებსა და შემოსავლებს შორის შეუსაბამობა მთლიანი შიდა პროდუქტის 14% შეადგენს. და ეს მაშინ, როცა საბერძნეთის შემთხვევაში, ეს ციფრი 11,5%-ია.

"ფისკალური ბალანსის შეუსაბამობის მთავარი მიზეზი ჯანდაცვის სფეროს მზარდი ხარჯებია. მოქმედი კანონის თანახმად, 2050 წლისთვის საგადასახადო ვალდებულებები მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ს გადააჭარბებს. ეს კი ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის სავალდებულო პროგრამები ყველა ფედერალურ შემოსავალს გადაყლაპავს, ხოლო თუ ვალის მომსახურების საფასურსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ეს თარიღი 2026 წელს გადმოინაცვლებს”, - წერს გაზეთი Washington Times.

"სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწრაფად მივიწევთ იმ ფინანსური კრიზისისკენ, რომელმაც ათენში ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ბოლოს გაზეთი საკითხთან დაკავშირებით ობამას თავდაჯერებულობის გამო გაკვირვებას გამოთქვამს და ასკვნის, რომ "ეკონომიკური რეალობის გაუთვალისწინებლობა აუცილებლად გამოიწვევს ფინანსურ კრახს, რომლის მსგავსი საბერძნეთსაც არ უნახავს. ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ნოემბერში ამომრჩევლები ხელისუფლების ცლილებებზე გააკეთებენ არჩევანს და ეს დაგვიანებული არ იქნება".

მომზადებულია Washington Times-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ