უკანონო ბანდფორმირება "კავკასიის საამიროში" განხეთქილებაა. ჩეჩენმა ბოევიკებმა დოკუ უმაროვის დაქვემდებარებიდან გამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.
ექსპერტთა აზრით, ბუნტის მიზეზი უმაროვის გაუწონასწორებელი საქციელია - მან ჯერ გადადგომის შესახებ განაცხადა, მოგვიანებით კი თანამდებობაზე დაბრუნება კვლავ მოინდომა.
ვიდეო, სადაც ბოევიკები "კავკასიის საამიროს" დატოვების შესახებ საუბრობენ, ისლამისტურ საიტ www.lamanserlo.com-ზე გამოქვენდა. კადრში უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირების 50-მდე წევრი ჩანს, რომლებიც ცნობილ საველე მეთაურებს - ასლამბეკ ვადალოვსა და ჰუსეინ გაკაევს, ასევე ტერორისტ-თვითმკვლელთა არაბ დამრიგებელს მუჰადანს ესალმებიან.
ვიდეორგოლში ბოევიკები "კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე" საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი განდგომის მიზეზი უმაროვის მიერ "მეჯლისის უპატივცემულობაა". ბოევიკთა თქმით, უმაროვმა გადადგომა არა თავისით, არამედ "ვიღაცის მითითებით" გადაიფიქრა.
მომზადებულია lamanserlo.com-ს მიხედვით.